არჩილ თალაკვაძე - დარწმუნებული ვარ, შევძლებთ, მაღალი კონსენსუსით შევასრულოთ ყველა პუნქტი, რომელსაც პარტიებმა ერთად მოვაწერეთ ხელი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებულ პუნქტებს პასუხისმგებლობით ასრულებს.
მისივე თქმით, დარწმუნებულია, მაღალი კონსენსუსით შეძლებენ ყველა იმ პუნქტის შესრულებას, რომელსაც პოლიტიკურმა პარტიებმა ერთად მოაწერეს ხელი.
„გუშინ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კენჭისყრა მოხდა პარლანენტში, როცა ჩვენ „საარჩევნო კოდექსს“ პირველი მოსმენით ვუყარეთ კენჭი. დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ ასევე თანხმობით, მაღალი კონსენსუსით შევასრულოთ ყველა ის პუნქტი, რომელსაც ერთად მოვაწერეთ ხელი პოლიტიკურმა პარტიებმა.
საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დროა, რომ ეროვნული ამოცანების გარშემო გავერთიანდეთ, ვიკამათოთ, გავმართოთ დისკუსია და პოლიტიკური განხილვა იმ თემებზე, თუ რისი გაკეთებაც შეიძლება უკეთ ამა თუ იმ სფეროში, თუმცა ერთიანობა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.