არჩილ თალაკვაძე - დარწმუნებული ვარ, საქართველო აუცილებლად მიაღწევს მეტ პროგრესს და ერთად შევძლებთ, ჩვენს ქვეყანას მოვუტანოთ წარმატებები
არჩილ თალაკვაძე - დარწმუნებული ვარ, საქართველო აუცილებლად მიაღწევს მეტ პროგრესს და ერთად შევძლებთ, ჩვენს ქვეყანას მოვუტანოთ წარმატებები

სოფელ დვაბზუში, შალვა რადიანის სახელობის სახლ-მუზეუმში კალანდობისადმი მიძღვნილ ღონისძიებას სხვა სტუმრებთან ერთად დაესწრო პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

„დღეს გურიაში აღვნიშნავთ კალანდას. გილოცავთ, მშვიდობიანი და წარმატებული წელი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნისთვის, სტუმარი ბევრი ჰყოლოდეს გურიას. დარწმუნებული ვარ, ამ და შემდეგ წლებში, საქართველო აუცილებლად მიაღწევს კიდევ უფრო მეტ პროგრესს და ჩვენი საზოგადოება, ხელისუფლება ყველანი ერთად შევძლებთ, ჩვენს ქვეყანას მოვუტანოთ საშინაო და საგარეო პოლიტიკაში წარმატებები.

კალანდა არის ტრადიციული დღესასწაული. გურულებისთვის, ჩვენთვის სტუმარი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს და მიხარია, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტთან ერთად აქ, ოზურგეთში გვსტუმრობენ ელჩები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები, გვსტუმრობენ კულტურისა და მეცნიერების ღირსეული წარმომადგენლები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, კალანდობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ჩიჩილაკისა და კალანდობის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანის ინიციატივით გამოვიდა.