არჩილ თალაკვაძე - დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერის საკითხზე, უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ პოლიტსაბჭოს სხდომაზე ვიმსჯელებთ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში იმსჯელებენ, რომელ დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატს დაუჭერენ მხარს.
მისი თქმით, მმართველი გუნდი რეგისტრაციის პროცესის დასრულებას ელოდება და აღნიშნულ საკითხს სავარაუდოდ პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილავენ.
„როგორც იცით, საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ კანდიდატს არ ასახელებს. დაველოდებით რეგისტრაციის პროცესის დასრულებას და უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ პოლიტსაბჭოს სხდომაზე ვიმსჯელებთ, რომელ დამოუკიდებელ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი.
ჩვენ ვიმსჯელეთ ჩვენი კანდიდატის დაყენებასთან დაკავშირებით. ასევე იცით, რომ გუნდში და საზოგადოებაში იყო დიდი სურვილი, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს მიეღო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა, მას არა აქვს ამის სურვილი. ჩვენს გუნდში არის ასევე ბევრი ადამიანი, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით შეძლებდა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას, თუმცა კონსულტაციების შედეგად მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება. რომელ დამოუკიდებელ კანდიდატს დავუჭერთ მხარს, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, ამ დროისთვის ეს გადაწყვეტილება არ გვაქვს მიღებული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.