არჩილ თალაკვაძე - ჩვენი სურვილია, გიორგი მარგველაშვილის მოხსენება და დებატები ისე წარიმართოს, როგორც დემოკრატიული ქვეყნის პარლამენტს შეეფერება
ჩვენი სურვილია, საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოხსენება და პოლიტიკური დებატები ისე წარიმართოს, როგორც ეს დემოკრატიული ქვეყნის პარლამენტს შეეფერება – ამის შესახებ პირველ არხს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.
დეპუტატი ადასტურებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტი პარლამენტში წლიურ მოხსენებას 2 მაისს წარადგენს.
“თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და და პარლამენტს შორის კომუნიკაცია შედგა. მათ 2 მაისი შემოგვთავაზეს და ჩვენ ეს თარიღი დავუდასტურეთ. ჩვენი სურვილია, რომ პრეზიდენტის მოხსენება და დებატები ისე გაიმართოს, როგორც ეს დემოკრატიული ქვეყნის პარლამენტს შეეფერება. რა თქმა უნდა, ყველა მნიშვნელოვანი საკითხი უნდა განვიხილოთ და ამისთვის სათანადოდ მოვემზადებით”, – განაცხადა თალაკვაძემ.
მიმდინარე საპრეზიდენტო ვადის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე ბოლოჯერ წარდგება.