არჩილ თალაკვაძე - ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის დაცვა უნდა იყოს ზეპარტიული ამოცანა და მხარს უჭერდეს ყველა პოლიტიკური ჯგუფი
ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის დაცვა უნდა იყოს ზეპარტიული ამოცანა და ყველა პოლიტიკური ჯგუფი უნდა უჭერდეს მხარს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ რჩება ქვეყნის ინტერესების, ევროპული მომავლის სადარაჯოზე.
„სამწუხაროდ, დღეს ოპოზიციის დიდ ნაწილს წარმოადგენს წინა ხელისუფლებაში მყოფი პარტია, რომელსაც ვერ წარმოუდგენია ხალხთან და საზოგადოებასთან თანაცხოვრება ხელისუფლებაში ყოფნის გარეშე. ხელისუფლებაში როგორ იქცეოდა, ეს უკვე ვნახეთ და, რა თქმა უნდა, ეს აღარ განმეორდება. გვაქვს ასეთი მოცემულობა,საკუთარი ქვეყნის დემოკრატიის დაცვას, სუვერენიტეტის განმტკიცებას, რომელსაც აკეთებს ევროკავშირი, აშშ, ავსტრალია, ახლა უკვე კანადა, ევროკავშირის 15 ქვეყანას აქვს გამჭვირვალობის რეესტრები, ჩვენი რადიკალური, ანტიევროპული ოპოზიცია არ უჭერს მხარს. რასაკვირველია, „ქართული ოცნება“ რჩება ქვეყნის ინტერესების, ევროპული მომავლის სადარაჯოზე. ჩვენ მხარს დავუჭერთ ყველა იმ კანონს და რეგულაციას, რომელიც გააძლიერებს და დაიცავს საქართველოს, დაიცავს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და დემოკრატიას“, – აღნიშნა თალაკვაძემ.