არჩილ თალაკვაძე - ჩვენი ხელისუფლების პირობებში საზღვარგარეთ არჩევნებისთვის რეგისტრირებულ მოქალაქეთა რაოდენობა - 44%-ით, ხოლო მონაწილეთა რაოდენობა 100%-ით არის გაზრდილი
არჩილ თალაკვაძე - ჩვენი ხელისუფლების პირობებში საზღვარგარეთ არჩევნებისთვის რეგისტრირებულ მოქალაქეთა რაოდენობა - 44%-ით, ხოლო მონაწილეთა რაოდენობა 100%-ით არის გაზრდილი

ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს კონსტიტუციური და კანონით გარანტირებული უფლება აქვთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. ეს უფლება ყოველ არჩევნებზე ხორციელდება. ნებისმიერს, ვისაც სურს, რომ არჩევნებში მისცეს ხმა, შეუძლია ამისი გაკეთება სათანადო რეგისტრაციის შემდეგ, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო და ცენტრალური საარჩევნო კომისია უზრუნველყოფენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სპეკულაციებია, თითქოს მმართველი გუნდი ხელოვნურად უშლის ხელს თანამემამულეებს, არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა.

„მინდა, გითხრათ მონაცემები და ვუპასუხო იმ აბსოლუტურ კრიტიკას, რომელსაც მიმართავს რადიკალური ოპოზიცია. ჩვენი ხელისუფლების პირობებში საზღვარგარეთ არჩევნებისთვის რეგისტრირებულ ჩვენს მოქალაქეთა რაოდენობა გაზრდილია 44%-ით, ხოლო ჩვენი თანამოქალაქეების რაოდენობა, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა საზღვარგარეთ, გაზრდილია 100%-ით. ეს იმის პასუხად, როდესაც ოპოზიცია სპეკულირებს, თითქოს ჩვენ ხელოვნურად ხელს ვუშლით ჩვენს თანამემამულეებს, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. ეს გახლავთ სიცრუე, პირიქით, ორივე მაჩვენებელი დიამეტრულად დიდი და გაუმჯობესებულია“, – განაცხადა თალაკვაძემ.