არჩილ თალაკვაძე - ჩვენი გუნდის მთელი ძალა იქნება მობილიზებული, რათა საზოგადოებას დავუმტკიცოთ, რომ საქართველო წარსულში აღარასოდეს დაბრუნდება
არჩილ თალაკვაძე - ჩვენი გუნდის მთელი ძალა იქნება მობილიზებული, რათა საზოგადოებას დავუმტკიცოთ, რომ საქართველო წარსულში აღარასოდეს დაბრუნდება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საარჩევნო შტაბი ყველა რეგიონში გაორმაგებული ენერგიით, აქტიურ რეჟიმში მუშაობს.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, დღეს პარტიაში შეხვედრები შედგა რეგიონების მაჟორიტარებთან და საუბარი შეეხო ყველა მნიშვნელოვან საკითხს.

„ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, პრინციპული და ადეკვატური რეაქციები იყოს ამ საკითხებზე. გპირდებით, რომ ჩვენი გუნდის მთელი ძალა, ჩვენი გუნდის მთელი შესაძლებლობა იქნება მობილიზებული, რათა დავუმტკიცოთ ყველას, პირველ რიგში ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს თავს, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც მტყუან-მართალის გარჩევა არის შესაძლებელი. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც წარსულში აღარასოდეს დაბრუნდება. ჩვენი გუნდი არის გუნდი, რომელიც საზოგადოებასთან ერთად შეძლებს მომავალშიც აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავალზე“, – განაცხადა თალაკვაძემ.