არჩილ თალაკვაძე ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
არჩილ თალაკვაძე ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში – „საქართველოს ევროპული გზა“ მონაწილეობს, უმრავლესობის წევრებთან, თამარ ხულორდავასთან და ნინო გოგუაძესთან ერთად, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ტომას პეტრშიჩეკს შეხვდა.

არჩილ თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა მინისტრს საქართველოს მხარდაჭერისთვის.

საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საარჩევნო რეფორმას. მხარეების შეფასებით, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება პოლიტიკური დიალოგისა და პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსენსუსისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.

შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება განიხილეს. ტომაშ პეტრიშჩეკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკამტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მისივე თქმით, ჩეხეთი გააგრძელებს საქართველოს ფინანსურ დაპოლიტიკურ მხარდაჭერას.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.