არჩილ თალაკვაძე - ჩვენს მუსლიმ თანამოძმეებს რამადან ბაირამის დღესასწაულს ვულოცავ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე მუსლიმ თანამოძმეებს რამადან ბაირამის დღესასწაულს ულოცავს.
„საქართველოს პარლამენტის სახელით, ჩვენს მუსლიმ თანამოძმეებს ვულოცავ რამადან ბაირამის დღესასწაულს და მათთან ერთად, ვულოცავ ყველას, ვინც მუსლიმური სამყაროს ამ ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულს ზეიმობს.
ჩვენ საუკუნეებია, ერთმანეთის გვერდიგვერდ ვშრომობთ ჩვენი საერთო სამშობლოსა და ჩვენი რეგიონის კეთილდღეობისთვის. ჯანმრთელობას, მშვიდობას და სიხარულს გისურვებთ!“,- აღნიშნულია მილოცვაში, რომელსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.