არჩილ თალაკვაძე - ბიუროს სხდომაზე ვერ ვხედავ​ ადამიანებს, რომლებიც კორონავირუსის პიკის დროს გვსაყვედურობდნენ, პარლამენტი რატომ არ მუშაობსო
არჩილ თალაკვაძე - ბიუროს სხდომაზე ვერ ვხედავ​ ადამიანებს, რომლებიც კორონავირუსის პიკის დროს გვსაყვედურობდნენ, პარლამენტი რატომ არ მუშაობსო

ბიუროს სხდომაზე ვერ ვხედავ​ ადამიანებს, რომლებიც კორონავირუსის პიკის დროს გვსაყვედურობდნენ, პარლამენტი რატომ არ მუშაობსო, ახლა გვსაყვედურობენ, პარლამენტი ამდენ კანონპროექტზე რატომ მუშაობსო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რიგგარეშე სესია გადატვირთულია.

„გუშინ გრძელი სამუშაო დღე იყო. სხვათა შორის, ბიუროს სხდომაზე ვერ ვხედავ იმ ადამიანებს, ვინც კორონავირუსი პიკის დროს გვსაყვედურობდნენ, პარლამენტი რატომ არ მუშაობსო და ახლა გვსაყვედურობენ, პარლამენტი ამდენ კანონპროექტზე რატომ მუშაობსო, არაუშავს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.