არჩილ თალაკვაძე - ბიძინა ივანიშვილი და ფონდი „ქართუ“ ყოველთვის გვერდით ედგა ხალხს და ქვეყანას
ბიძინა ივანიშვილი და ფონდი „ქართუ“ ყოველთვის გვერდით ედგა ხალხს და ქვეყანას. ფონდი „ქართუს“ განცხადება, რომ სახელმწიფოს ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროებების დაფინანსებაში დაეხმარება, უპრეცედენტოა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
არჩილ თალაკვაძის შეფასებით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაში, ოპონენტების მხრიდან შეკითხვა, სად არის პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ცინიკური და ფარისევლურია.
„სხვათა შორის, ამ კითხვას იგივე ადამიანები სვამენ, რომლებიც წინა თვეებში ამბობდნენ, თუ რატომ არის ბიძინა ივანიშვილი ჩართული პოლიტიკურ პროცესში. თუ შევხედავთ ობიექტურ რეალობას, კორონავირუსთან დაკავშირებულმა სიტუაციამ აჩვენა მთელ საზოგადოებას, რომ საქართველოს ყავს ქმედითი ხელისუფლება და აქვს ეფექტური პოლიტიკური მენეჯმენტი. ეს პოლიტიკური მენეჯმენტი არის „ქართული ოცნების“ გუნდი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის შექმნილია“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.