არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარეს ტელეფონით ესაუბრა
არჩილ თალაკვაძემ და საჰიბა გაფაროვამ გლობალური პანდემიის პირობებში ქვეყნების მიერ გადადგმული ძირითადი ნაბიჯები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებები და ეკონომიკური ამოცანები განიხილეს.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი ასევე, შეეხო პარლამენტების საქმიანობას და ჩართულობას „კოვიდ 19“-ის წინააღმდეგ რეაგირების პროცესში.
არჩილ თალაკვაძემ კოლეგას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აზერბაიჯანს კორონავირუსთან ბრძოლის წარმატებით დასრულება უსურვა.