საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ მეგობრულ და პარტნიორულ კავშირებზე ისაუბრეს და ამ კონტექსტში, ყურადღება გაამახვილეს საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ხაზი გაესვა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების მჭიდრო ურთიერთობის მნიშვნელობას. ამასთან, მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოების მნიშვნელობაზე.
საუბარი შეეხო გლობალურ პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და აღინიშნა, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ, სავაჭრო კავშირებისა და ტურიზმის სფეროს სწრაფი აღდგენა ორივე ქვეყნისთვის პრიორიტეტული საკითხია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს საქმიანობაში წარმატებები უსურვა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.