არჩილ თალაკვაძე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორის მოადგილეს, ბონი გლიკს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოსა და „იუესეიდს“ (USAID) შორის თანამშრომლობის სექტორული მიმართულებები, მიღწევები და პრიორიტეტები განიხილეს.
მხარეები მიესალმნენ „იუესეიდის“ ახალ პროგრამას, რომელიც ქალთა და ახალგაზრდების მეწარმეობის მხარდაჭერას ითვალისწინებს. შეხვედრაზე საუბარი ასევე, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსა და საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგს შეეხო.
არჩილ თალაკვაძემ ბონი გლიკს მადლობა გადაუხადა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.