არჩილ თალაკვაძე - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, ამ ანგარიშმა მკაფიო პასუხი გასცა სპეკულაციებსა და ბრალდებებს
არჩილ თალაკვაძე - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, ამ ანგარიშმა მკაფიო პასუხი გასცა სპეკულაციებსა და ბრალდებებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშმა მკაფიო პასუხი გასცა იმ სპეკულაციებსა და ბრალდებებს, ვითომდა საქართველოში უცხოური ინვესტიციები საფრთხეშია და ხელისუფლება ხელს უშლის ბიზნესის განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიტიური შეფასება საქართველოს საინვესტიციო გარემოსთან და ბიზნესის კეთების სიმარტივესთან დაკავშირებით ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. რეფორმები, რომლებიც გავატარეთ იყო სწორი და შედეგიანი. გლობალური პანდემია რთული გამოწვევაა, თუმცა საზოგადოების მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ ეკონომიკის აღდგენას.

„ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდი მზად ვართ, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან მჭიდრო თანამშრომლობით განვაგრძოთ რეფორმები ეკონომიკის გაძლიერებისა და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად.

სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპონენტები საზოგადოებას მიზანმიმართულად უმტკიცებდნენ სრულიად საპირისპიროს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშმა მკაფიო პასუხი გასცა იმ სპეკულაციებსა და ბრალდებებს, ვითომდა საქართველოში უცხოური ინვესტიციები საფრთხეშია და ხელისუფლება ხელს უშლის ბიზნესის განვითარებას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ბიზნესგარემო საქართველოში დადებითად და საიმედოდ ფასდება“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს 170 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოსსაინვესტიციო კლიმატის თაობაზე ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში აღნიშნულია, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, საქართველო რეგიონში მაღალ პოზიციას იკავებს, როგორც ბიზნესის კეთების კარგი ადგილი.