არჩილ თალაკვაძე - არსებობს პრინციპები, რომელთა დარღვევის უფლებასაც არავის მივცემთ
არსებობს ელემენტარული თამაშის წესები, პრინციპები, რომელთა დარღვევის უფლებასაც არავის მივცემთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, თუ ეს მომავალშიც გამეორდება, კიდევ უფრო მკაცრი პასუხი იქნება.
„როდესაც შენი გუნდის წინააღმდეგ შეტევაში აღმოჩნდები, არ უნდა გაგიკვირდეს თუ ამას სათანადო რეაქცია მოჰყვება. არსებობს ელემენტარული თამაშის წესები, პრინციპები, რომელთა დარღვევის უფლებასაც არავის მივცემთ. თუ ეს მომავალში გამეორდება, კიდევ უფრო მკაცრი პასუხი იქნება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.