არჩილ თალაკვაძე - არანაირი გასამართლება ჯარისკაცებს არ ემუქრებათ
არჩილ თალაკვაძე - არანაირი გასამართლება ჯარისკაცებს არ ემუქრებათ

ჩვენი ოპოზიცია და სამწუხაროდ, ოპოზიციასთან აფელირებული მედია ცდილობს, დაარწმუნოს ჩვენი ჯარისკაცები, რომ თითქოს მათ გასამართლება ელოდებათ, ეს არის სიცრუე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„სიმართლე არის ის, რომ საქართველო თანმიმდევრულად მუშაობ. ჩვენ მოვიგეთ პროცესი სტრასბურგში და ჰააგაშიც საქართველოს აქვს ძლიერი პოზიციები და მტკიცებულებები წარდგენილი. შესაბამისად, არანაირი გასამართლება ჯარისკაცებს არ ემუქრებათ. ეს არის იმ ხალხის მიერ აჟიტირებული თემა, მე ვგულისხმობ მაშინდელ პოლიტიკურ ლიდერს და მის უახლოეს გარემოცვას, რომელიც ცდილობენ, ჯარისკაცებს ამოეფარონ და ჯარისკაცების საშუალებით დაიცვან თავისი პოზიციები.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ რასაც ვაკეთებთ კარგს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, ჯარისკაცების და ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვაა, ნებისმიერ სასამართლოში, სადაც ეს საკითხები განიხილება. ასე რომ, მინდა, ჩვენ ჯარისკაცებს ვუთხრა, არავითარი სასამართლო და გასამართლება მათ არ ემუქრებათ. შეიძლება ეს იყოს ნაციონალური მოძრაობის სურვილი, რომ ხელი შეუშალონ უსაფრთხოებას ქვეყანაში, მაგრამ მათი სურვილები როგორ სრულდება ხოლმე, დავინახეთ ბოლო წლების განმავლობაში“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

​საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პუტინს სურს, ახალ წელს უკრაინაში მიიღოს დონბასის სპეციალური სტატუსი, მოლდოვაში პრორუსული მთავრობა მოიყვანოს, ხოლო საქართველოში მიიღოს ნეიტრალური სტატუსი, რათა კიდევ დაასუსტოს საქართველო. „სულ არ მინდა, რომ ვიყო კასანდრა, მაგრამ ყველაფერი, რაც ვიწინასწარმეტყველე, ახდა. ვთქვი, რომ დაგვესხმებოდნენ თავს, ვთქვი, რომ ყირიმის ანექსია მოხდებოდა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, სააკაშვილმა აღნიშნა: „მე მყავს ჩემი წყაროები და სისხლის სამართლის სპეციალისტი ვარ. ინფორმაციას ვერ გავხსნი და წყაროებს ვერ დავასახელებ, მაგრამ ჰააგაში საქართველო ქართველი სამხედროების წინააღმდეგ წარადგენს მტკიცებულებებს“.