არჩილ თალაკვაძე - არაერთი კვლევა ცხადყოფს, რომ „ქართულ ოცნებას“ საკმარისზე მეტი რესურსი აქვს, საპარლამენტო უმრავლესობა ჩამოაყალიბოს
არჩილ თალაკვაძე - არაერთი კვლევა ცხადყოფს, რომ „ქართულ ოცნებას“ საკმარისზე მეტი რესურსი აქვს, საპარლამენტო უმრავლესობა ჩამოაყალიბოს

ვენდობით ჩვენს საზოგადოებას, ვენდობით ჩვენს მხარდამჭერებს და დარწმუნებული ვართ, მივიღებთ საკმარის მხარდაჭერას იმისათვის, რომ უმრავლესობა ჩამოვაყალიბოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ  ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, არაერთი კვლევა ცხადყოფს, რომ „ქართულ ოცნებას“ საკმარისზე მეტი რესურსი აქვს, რათა საპარლამენტო უმრავლესობა ჩამოაყალიბოს. ამასთან, როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მმართველი გუნდი საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

„ვენდობით ჩვენს საზოგადოებას, ვენდობით ჩვენს მხარდამჭერებს და დარწმუნებული ვართ, მივიღებთ საკმარის მხარდაჭერას იმისათვის, რომ ჩამოვაყალიბოთ უმრავლესობა. მოგეხსენებათ, საზოგადოებრივი კვლევის არაერთი შედეგი უკვე ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს საკმარისზე მეტი რესურსიც, რათა საპარლამენტო უმრავლესობა ჩამოაყალიბოს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ კოალიციაზე, კოალიციის შექმნაზე ნამდვილად არ ვაგებთ საკუთარ საარჩევნო კამპანიას. ჩვენი საარჩევნო კამპანია აგებულია იმაზე, რომ კიდევ ერთხელ მივიდეთ ჩვენს მხარდამჭერებთან, თანამოქალაქეებთან განვამტკიცოთ ნდობა და ავიღოთ მომავალზე პასუხისმგებლობა. ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ და რა თქმა უნდა, უპირველესად, ეს ჩვენი მოქალაქეების არჩევანზეა დამოკიდებული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.