არჩილ თალაკვაძე არ აკონკრეტებს, რა საკითხებზე ისაუბრეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების დიპლომატებთან შეხვედრაზე
არჩილ თალაკვაძე არ აკონკრეტებს, რა საკითხებზე ისაუბრეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების დიპლომატებთან შეხვედრაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე არ აკონკრეტებს, რა საკითხებზე ისაუბრეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების დიპლომატებთან შეხვედრაზე.

ჟურნალისტებთან საუბარში თალაკვაძემ იმედი გამოთქვა, რომ ეს დიალოგი კონკრეტულ შედეგს გამოიღებს.

„ალბათ, კორექტული არ იქნება, თუ კონკრეტულ საკითხებზე დღეს ვისაუბრებ. კერძოდ, თუ რაზე იყო განხილვა, რა შეთანხმებები შეიძლება, შედგეს მომავალში. მომავალ შეხვედრებზე აუცილებლად დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით. იმედი მაქვს, რომ ეს დიალოგი კონკრეტულ შედეგს გამოიღებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრას ცხრა პარტიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა საქართველოში ამერიკის ელჩის რეზიდენციაში შედგა.