არჩილ თალაკვაძე - ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმით ჩვენ ვზრუნავთ თითოეულ ადამიანზე, ვისაც ჯანდაცვა, სოციალური დახმარება და ეკონომიკური მხარდაჭერა სჭირდება
ჩვენი თანამოქალაქეების მხარდაჭერით, ამ თანამშრომლობით მოვიგეთ დრო კოვიდინფექციის შეკავების პროცესში და გამოვიყენეთ სოციალური და ეკონომიკური დახმარების გეგმისა და ეკონომიკური აქტივობების განახლების გეგმის მოსამზადებლად . ამ გეგმით ჩვენ ვზრუნავთ თითოეულ ადამიანზე, ვისაც სჭირდება ჯანდაცვა, სოციალური დახმარება და ეკონომიკური მხარდაჭერა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარადგინა.
არჩილ თალაკვაძემ სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის არსებულ კარგ კოორდინაციაზე გაამახვილა ყურადღება და გეგმის შემუშავებაში ჩართულ ყველა მხარეს მადლობა გადაუხადა.
„პრემიერ-მინისტრმა წარადგინა სოციალური და ეკონომიკური დახმარების ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, ასევე წარადგინა ეკონომიკური აქტივობების აღდგენის გეგმა. მართლაც აღსანიშნავია, რომ იყო კარგი კოორდინაცია და კარგი თანამშრომლობა სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის საერთო ამოცანების გარშემო. ჩვენი თანამოქალაქეების მხარდაჭერით, ამ თანამშრომლობით ჩვენ მოვიგეთ დრო კოვიდ ინფექციის შეკავების პროცესში და ეს დრო გამოვიყენეთ იმისთვის, რომ მოგვემზადებინა სოციალური და ეკონომიკური დახმარების გეგმა და ეკონომიკური აქტივობების განახლების გეგმა. ამ გეგმით ჩვენ ვზრუნავთ თითოეულ ადამიანზე, ვისაც სჭირდება ჯანდაცვა, სოციალური დახმარება და ეკონომიკური მხარდაჭერა. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს საზოგადოებას, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინსტიტუტებს, ჩვენს პარტნიორებს სწორედ საერთო ძალისხმევით მოხერხდა ამ ნაბიჯების გადადგმა და ამ გეგმის შემუშავება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.