არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ შეთანხმება გენერალური პროკურორის მიერ თანამდებობის დატოვებას არ ითვალისწინებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განხადებით, შეთანხმება გენერალური პროკურორის მიერ თანამდებობის დატოვებას არ ითვალისწინებს.
თალაკვაძის განმარტებით, ირაკლი შოთაძეს მანდატის ამოწურვამდე დაახლოებით 5 წელი აქვს დარჩენილი.
„რასაკვირველია, შეთანხმება საერთოდ არ ითვალისწინებს იმას, რომ მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამდებობას დატოვებს. ამ შეთანხმების თანახმად, ის თანამდებობას არ დატოვებს. მოგეხსენებათ, მას თავისი მანდატის ამოწურვამდე კიდევ აქვს დაახლოებით 5 წელი. დაზუსტება უნდა მოხდეს ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმის, რაც უკვე წერია შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტით. ჩვენი მოლოდინია, რომ ეს მექანიზმი გაიწერება საუკეთესო ევროპული სტანდარტით“, – აღნიშნა თალაკვაძემ.