არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საარჩევნო რეფორმა მრავალპარტიული მხარდაჭერით უნდა იყოს მიღებული
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საარჩევნო რეფორმა მრავალპარტიული მხარდაჭერით უნდა იყოს მიღებული.
როგორც ჟურნალისტებს თალაკვაძემ განუცხადა, მნიშვნელოვანია, არც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ უსაფუძვლოდ არ სცადოს, წინასწარ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია.
„მთავარია, ჩვენ შევძლოთ, მრავალპარტიული პარლამენტით ცვლილებების მიღება. მნიშვნელოვანია, არც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ უსაფუძვლოდ არ სცადოს, წინასწარ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია, რისი ნიშნებიც გვქონდა საპარლამენტო არჩევნებამდე და არ გამოვრიცხავ, რომ ახლაც გვქონდეს. მრავალპარტიული მხარდაჭერა ნიშნავს იმას, რომ მომავალში პოლიტიკური სპეკულაციები გამოირიცხოს“, – განაცხადა თალაკვაძემ.