არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას საარჩევნო ცვლილებების განხორციელების პოლიტიკური ნება აქვს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას საარჩევნო ცვლილებების განხორციელების პოლიტიკური ნება აქვს.
როგორც ჟურნალისტებს თალაკვაძემ განუცხადა, მმართველი გუნდი პირობას ასრულებს და საარჩევნო თემატიკაზე სამუშაო ფორმატს ქმნის.
„ქართული ოცნება“ მშვიდობიან და საქმიან პოლიტიკას სთავაზობს საზოგადოებასა და ოპოზიციასაც, რომელიც შუალედური არჩევნების შემდეგ დაბნეული ჩანდა. მათ სამუშაო მაგიდასთან მოვუხმეთ და იმედი მაქვს, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში განსახორციელებელ ცვლილებებზე პროდუქტიული სამუშაო პროცესი გვექნება. ამ პროცესში ჩართული იქნება ოპოზიციაც და ზედმიწევნით ეუთო-ს რეკომენდაციებს მივყვებით. იქ, სადაც არგუმენტებია და საჭიროება ცვლილებების, საერთო შეთანხმებით ცვლილებებს განვიხილავთ. პოლიტიკური ნება რომ არ გვქონდეს, სამუშაო ფორმატს არ შევქმნიდით. პოლიტიკური ნებაა და მზად ვართ, სამუშაო პროცესისთვის. ვნახოთ, ოპოზიცია რამდენად კონსტრუქციული და საქმიანი იქნება”, – განაცხადა თალაკვაძემ.