არჩილ მესტვირიშვილი - სანქციების დაცვისადმი სერიოზული მიდგომა აქვთ საფინანსო სექტორს, განსაკუთრებით, მსხვილ მოთამაშეებს და ასევე ეროვნულ ბანკს
უკრაინაში ომის შემდეგ რუსეთსა და ბელორუსს დაუწესდათ სანქციები, ეროვნული ბანკი ახდენს ამ სანქციების დაცვის მონიტორინგს, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლმა, არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სანქციების დაცვისადმი ძალიან სერიოზული მიდგომა აქვთ საფინანსო სექტორს, განსაკუთრებით, მსხვილ მოთამაშეებს, ასევე – ეროვნულ ბანკს.
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, ეროვნული ბანკი ახდენს ამ კანონის მონიტორინგს საფინანსო სექტორში. ამ კუთხით, გასული წელი ძალიან აქტიური იყო, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო სანქციების შესაბამისობასთან უზრუნველყოფა.
როგორც იცით, მას შემდეგ, რაც დაიწყო ომი უკრაინაში, რუსეთსა და ბელორუსს დაუწესდათ ახალი სანქციები ევროკავშირის, ამერიკისა და ბრიტანეთის მიერ. ჩვენ მიერ მოთხოვნილი იყო საფინანსო სექტორისათვის, რომ ეს სანქციები ზუსტად უნდა დაიცვან. ეროვნული ბანკი ახდენს ამ სანქციების დაცვის მონიტორინგს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის. სხვა შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება, მეორადი სანქციების რისკის ქვეშ დავდგეთ, რაც იქნება ძალიან მძიმე ჩვენი საფინანსო სექტორისთვის და შემდგომ უკვე – ეკონომიკისთვის.
ამიტომ ამ სანქციების დაცვისადმი ძალიან სერიოზული მიდგომა აქვთ საფინანსო სექტორს, განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, მსხვილ მოთამაშეებს, ასევე – ეროვნულ ბანკს“, – განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.