არჩილ მესტვირიშვილი - მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით, დამტკიცდა ფინანსური ორგანიზაციების მიერ კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებული ეთიკის კოდექსი
არჩილ მესტვირიშვილი - მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით, დამტკიცდა ფინანსური ორგანიზაციების მიერ კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებული ეთიკის კოდექსი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ მესტვირიშვილის თქმით, მომხმარებელთა უფლებების დაცვა და ფინანსური განათლების ხელშეწყობა საქართველოს ეროვნული ბანკისთვის, წინა წლების მსგავსად, 2022 წელსაც პრიორიტეტული საკითხი იყო.

მისი თქმით, დამტკიცდა ფინანსური ორგანიზაციების მიერ კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებული ეთიკის კოდექსი და მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში.

„ამასთან, აღნიშნულ წესში ცვლილებების განხორციელება სამომავლოდაც გაგრძელდება, რაც, მათ შორის, მოიცავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ გაფორმებულ შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებულ ევროდირექტივებთან აპროქსიმაციის ნაწილს. გარდა ამისა, მუდმივად მიმდინარეობდა ფინანსური სექტორის მხრიდან დაწესებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგი. გარდა აღნიშნულისა, ეროვნული ბანკი 2022 წელსაც განაგრძობდა მოსახლეობის ფინანსური განათლების ამაღლებაზე მუშაობას“, – განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.