არჩილ გორდულაძე - როდესაც ქართველ ხალხს ფაქტების დამახინჯებით აწვდი ინფორმაციას და ამ ყველაფერს არჩევნებამდე ორი კვირით ადრე აკეთებ, სხვა რა უნდა ვიფიქროთ, თუ არა უხეში ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში

ძალიან საინტერესოა, ბრიტანეთის ელჩს „უორდროპის ფორმატის“ შეჩერება არჩევნებამდე ორი კვირით ადრე რატომ გაახსენდა, მაშინ როდესაც ასეთი შეხვედრა წელიწადში ერთხელ იმართება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძის თქმით, აღნიშნული შეხვედრა მიმდინარე წლის ივნისში უნდა გამართულიყო, მაგრამ ბრიტანეთში მიმდინარე არჩევნების გამო არ გაიმართა.

„რატომ გაახსენდა გადადებული შეხვედრა 26 ოქტომბრამდე ორი კვირით ადრე? არის თუ არა ეს ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე გავლენის მოხდენის მცდელობა? ეს ქართველმა ხალხმა შეაფასოს. ქართველი ხალხი ამ ყველაფერს კარგად აფასებს. ასეთი მცდელობები კონტრპროდუქტიულია. როდესაც ქართველ ხალხს ფაქტების დამახინჯებით აწვდი ინფორმაციას და ამ ყველაფერს არჩევნებამდე ორი კვირით ადრე აკეთებ, სხვა რა უნდა ვიფიქროთ, თუ არა უხეში ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში“, – განაცხადა გორდულაძემ.