არჩილ გორდულაძე - ორი მიჯნური ერთმანეთში ვერ დალაგდა, გახარია და ხაზარაძე ვერ იყოფენ თანამდებობებს, პლატფორმას, სახელს და ახლა ურთიერთბრალდებები დაიწყეს
ორი მიჯნური ერთმანეთში ვერ დალაგდა და ერთმანეთს გაუნაწყენდნენ. გახარია-ხაზარაძე ერთმანეთში ვერ იყოფენ თანამდებობებს, პლატფორმას, სახელს და ახლა ურთიერთბრალდებები დაიწყეს, რაშიც აქამდეც იყვნენ გამორჩეულები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ისინი დავალებებს ასრულებენ და ამის შესრულება ძალიან უჭირთ.
„საინტერესოა, რა განცხადებას გააკეთებს მათი შუამავალი, ე.წ. პრეზიდენტი? ამ ადამიანების პოლიტიკური ბედი შავია, ყოველთვის დავალებებს ასრულებდნენ და თან ამ დავალებების შესრულება ძალიან უჭირთ. ამ ადამიანებს სიხარბე და სკამების სურვილი იმდენად აქვთ გამჯდარი ძვალსა და რბილში, რომ სკამები, თანამდებობები და, სავარაუდოდ, თანხები ვერ გაიყვეს, რაც შესაძლებელია, უცხოეთიდანაც კი ფინანსდებოდეს. მათ გაერთიანება ჯერ უჭირთ, მაგრამ ვნახოთ, დავალების მიმცემები როგორ მკაცრად ეტყვიან და აუწევენ ყურს. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ორი მიჯნური ერთად თანაცხოვრებას მაინც შეძლებს“, – განაცხადა გორდულაძემ.