არჩილ გორდულაძე - კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და მის განაყოფ არასამთავრობო ორგანიზაციებს არაფერი აქვთ ქართველი ხალხისთვის სათქმელი, ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანა დაზიანდეს
პოლიტიკოსები ერთმანეთს აქამდეც ამხელდნენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ ნაბიჯებს დგამდნენ, ახლა უკვე არასამთავრობო ორგანიზაციები ამხილეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პირდაპირ ითხოვენ, რომ ქართველ ხალხს უვიზო მიმოსვლა არ ჰქონდეს, რომ ყველაფერი როგორმე „ქართულ ოცნებას“ დამბრალდეს.
„პოლიტიკოსები ერთმანეთს აქამდეც ამხელდნენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ ნაბიჯებს დგამდნენ, ევროპაში ოთახ-ოთახ დადიოდნენ და ითხოვდნენ, ქვეყანას არ მიეღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ახლა უკვე არასამთავრობო ორგანიზაციები ამხილეს. ქვეყნის ინტერესების ღალატის ამაზე მეტი მაგალითი რა გინდათ? პირდაპირი მნიშვნელობით ითხოვენ, რომ ქართველ ხალხს უვიზო მიმოსვლა არ ჰქონდეს. რატომ? იმიტომ, რომ ეს ყველაფერი როგორმე „ქართულ ოცნებას“ დაბრალდეს. რეალურად, ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და მის განაყოფ არასამთავრობო ორგანიზაციებს არაფერი აქვთ ქართველი ხალხის სასარგებლოდ სათქმელი და ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანა დაზიანდეს და ეს ყველაფერი ხელისუფლებას დაბრალდეს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.