არჩილ გორდულაძე - არ შეიძლება, ეკა გიგაური ობიექტურ დამკვირვებლად ან ობიექტურ პირად ჩაითვალოს, მას სხვა არაფერი გაუკეთებია, თუ არა ქვეყნის გაშავება, სენატში სწორედ ეს ვნახეთ
არ შეიძლება, ეკა გიგაური ჩაითვალოს ობიექტურ დამკვირვებლად ან ობიექტურ პირად. მას სამოქალაქო სექტორიდან სხვა არაფერი გაუკეთებია, თუ არა ქვეყნის გაშავება, რეპუტაციის შელახვა და ქვეყნის წინააღმდეგ გამოსვლები. სენატში სწორედ ეს ვიხილეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეკა გიგაურის განცხადებები გაჯერებული იყო ტყუილებით.
„ადამიანი, რომელიც თანხებს მალავს და ორიენტირებულია, რომ შემოსული და დახარჯული თანხები დამალოს, რა თქმა უნდა, ყველაფერს აკეთებს, რომ საკუთარი ინტერესები გაატაროს. კაპიტანი გიგაური წარადგინეს როგორც ობიექტური დამკვირვებელი 2012 წლის შემდეგ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიის უკუსვლაზე. როცა ასეთი განცხადებები კეთდება, თითქოს ისე გამოდის, რომ მანამდე საქართველოში დემოკრატია ყვაოდა და 2012 წლის შემდეგ, როცა ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით დიდი მიღწევებია, დემოკრატიული უკუსვლაა და თურმე ამას კაპიტანი გიგაური ობიექტურად აკვირდება. ეს მხოლოდ გულდასაწყვეტია“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მოწმის სტატუსით გუშინ წარდგა. კომიტეტზე მოსმენა უკავშირდებოდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს.