არჩილ გაჩეჩილაძე - ძალიან მიჭირს მოლოდინებზე საუბარი, ყველა წინაპირობა არსებობდა, რომ წლის დასაწყისში ლარი გამყარებულიყო
კონკრეტული პრობლემა ერთ შეხვედრაში არ წყდება, თუმცა განწყობა იმისა, რომ ამ საკითხის დეტალური განხილვა მოხდება, აშკარად არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ლარის კურსთან დაკავშირებით მოლოდინებზე საუბარი რთულია.
„ძალიან მიჭირს მოლოდინებზე საუბარი, რადგან ყველა წინაპირობა არსებობდა იმისთვის, რომ წლის დასაწყისში ლარი გამყარებულიყო. დღეს რასაც ვხედავთ, ფაქტია და დანარჩენს დრო გვაჩვენებს. ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი ორგანო და თვითონ განსაზღვრავს, როდის უნდა გააკეთოს ინტერვენციები“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.