არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა 240 ათასი ლარის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი 155 ათასი ლარის შემოწირულობა მიიღო
საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, ფულადი შემოწირულობებით პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს. აუდიტის სამსახურის მონაცემებით, ზურაბიშვილმა 240 ათასი ლარის შემოწირულობა მიიღო.
ყველაზე მეტი თანხა, 60 ათასი ლარი ზურაბიშვილს ბიზნესმენმა გელოდი კობალაძემ ჩაურიცხა, რომელიც 2016 წელს „ქართული ოცნების“ შემომწირველიც იყო. 50 ათასი ლარი ზურაბიშვილს ექიმმა ქეთევან გოცაძემ ჩაურიცხა.
რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელსაც არჩევნების მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძე წარადგენს, პირველი ტურის შემდეგ პარტიას 155 911 ლარის შემოწირულობა აქვს მიღებული.
„ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი შემომწირველები არიან ზაზა ბიბილაშვილი (60 ათასი ლარი) და ლია გრინი (59 880).
29-30 ოქტომბრის პერიოდში აუდიტის სამსახურმა 311 ლარის შემოწირულობა „პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობის“ სასარგებლოდაც დააფიქსირა.