არჩევნების მეორე ტურისთვის საზღვარგარეთ გახსნილი უბნები ადგილობრივი დროით ღამის 12 საათამდე იმუშავებს
არჩევნების მეორე ტურისთვის საზღვარგარეთ გახსნილი უბნები ადგილობრივი დროით ღამის 12 საათამდე იმუშავებს

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის საზღვრებს გარეთ 55 საარჩევნო უბანი იმუშავებს.

საარჩევნო უბნები 39 სხვადასხვა ქვეყანაში ( ავსტრია, აზერბაიჯანი, ამერიკის შეერთებული შტატები, ბელარუსი, ბელგიის სამეფო, ბულგარეთი, გერმანია, დანია, დიდი ბრიტანეთი, ეგვიპტე, ესტონეთი, ესპანეთი, თურქეთი, ირლანდია, ისრაელი, იტალია, კანადა, კვიპროსი, ლატვია, ლიეტუვა, მოლდოვა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, სომხეთი, უზბეკეთი, უკრაინა, უნგრეთი, ქუვეითი, ყაზახეთი, შვედეთი, შვეიცარია, კატარი, ჩეხეთი, ნორვეგია, ჩინეთი) ადგილობრივი დროით 08.00 საათიდან გაიხსნება.

საზღვარგარეთ გახსნილი უბნები შუაღამის 12 საათამდე იმუშავებს.

28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 528 658-ს შეადგენს. საზღვრებს გარეთ რეგისტრირებული ამომრჩეველთა რაოდენობა კი – 14 929-ს.