არჩევნების მეორე დღეს, 20 მაისს თბილისის შვიდი საბავშვო ბაღი არ იმუშავებს
არჩევნების მეორე დღეს, ორშაბათს, 20 მაისს თბილისში შვიდი საბავშვო ბაგა-ბაღი არ იმუშავებს. როგორც საქართველოს პირველ არხს დედაქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მიზეზი სანიტარულ-სადეზინფენქციო სამუშაოების ჩატარებაა.
აღნიშნული სამუშაოები იმ ბაღებში ჩატარდება, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული. ეს ბაღებია: 144-ე, 150-ე, 155-ე, მე-3, 170-ე, 152-ე და 172-ე საბავშვო ბაღები.
სააღმზრდელო პროცესი აღნიშნულ ბაღებში 21 მაისიდან აღდგება.
სკოლებში, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, სწავლის პროცესი არ შეფერხდება.