არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე მხარეები დღეს შესავალ სიტყვას იტყვიან
არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე მხარეები დღეს შესავალ სიტყვას იტყვიან

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე მხარეები დღეს შესავალ სიტყვას იტყვიან.

როგორც ცნობილია, შესავალ სიტყვაში ისინი ყურადღებას გაამახვილებენ ბრალდების ფორმულირებაზე.

ამ საქმესთან დაკავშირებით სასამართლომ ყველა მტკიცებულება დაუშვა.

შესავალი სიტყვა მხარეებს წინა სხდომაზე უნდა ეთქვათ, თუმცა იმის გამო, რომ არასრულწლოვნების საქმეზე პროცესის ხანგრძლივობა შეზღუდულია, შესავალი სიტყვის წარმოთქმა ვერ მოესწრო.

სწორედ ამის შემდეგ დაიწყება მტკიცებულებების გამოკვლევა.

პროცესი 16:30 საათზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე პირველ დეკემბერს ორი არასრულწლოვანი მოკლეს. ამ საქმეზე დაკავებულია ორი მოზარდი, რომლებსაც ჯგუფურად, განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად.