არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე დღეს მორიგი სხდომა გაიმართება
არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე დღეს მორიგი სხდომა გაიმართება

არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე დღეს მორიგი სხდომა გაიმართება. პროცესი 12:00 საათზეა ჩანიშნული.

აღნიშნულ საქმეზე პროკურატურის მტკიცებულებების გამოკვლევა თითქმის დასრულებულია.

ცნობილია, რომ სხდომა 18:00 საათამდე გაგრძელდება. დაკითხავენ სახელმწიფო ბრალდების მოწმეებს.

მოწმეების უმეტესობა უკვე დაკითხეს, მათ შორის ყველა ის მოზარდი, რომელიც 1-ელ დეკემბერს მომხდარ კონფლიქტში უშუალოდ მონაწილეობდა.

დაკითხულები არიან საგამოძიებო მოქმედებებში ჩართული პირებიც, ექსპერტებიც.

ახლა დაცვის მხარე ალტერნატიული ექსპერტიზის მოლოდინშია. ისინი ვარაუდობენ, რომ ამ თვის ბოლოს შეძლებენ ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნის მომზადებას.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით, წინასწარი პატიმრობის ვადა ექვს თვეს არ აღემატება, შესაბამისად, მიმდინარე თვის ბოლოს სასამართლო ორი არასრულწლოვნის საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს.

დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანია დაკავებული. ერთს ბრალად ედება ორი არასრულწლოვნის მკვლელობა, ერთს კი ერთი არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობა.