არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამების ეთერში გადაცემისთვის პასუხისმგებლობის შემსუბუქება იგეგმება
არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამების ეთერში გადაცემისთვის პასუხისმგებლობის შემსუბუქება იგეგმება

არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამების ეთერში გადაცემისთვის პასუხისმგებლობის შემსუბუქება იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.

ცვლილებების მიხედვით, აღნიშნული დარღვევისთვის პირველივე შემთხვევაში მაუწყებლებს, ჯარიმის ნაცვლად, წერილობითი გაფრთხილება დაეკისრებათ.

კანონპროექტით კონკრეტდება, რომ ჯარიმის დაკისრება მხოლოდ პირველ შემთხვევაზე არ მოხდება, ყოველი მომდევნო დარღვევა კი დაჯარიმებას გამოიწვევს. ინიციატორებს მიაჩნიათ, რომ ამ მხრივ არ შესუსტდება რეგულირების პრევენციული ეფექტი.

ცვლილებების ინიციატორები უმრავლესობის წევრები დავით სონღულაშვილი, ირაკლი კირცხალია, გოჩა ენუქიძე, ბეჟან წაქაძე, გელა სამხარაული, ლევან მგალობლიშვილი, რამინა ბერაძე, ანტონ ობოლაშვილი, ირმა ზავრადაშვილი და ეკა სეფაშვილი არიან.