არასრულწლოვანი პირობითი მსჯავრდებულების საფეხბურთო გუნდის წევრებმა ძმები არველაძეებისგან საჩუქრები მიიღეს
არასრულწლოვანი პირობითი მსჯავრდებულების საფეხბურთო გუნდის წევრებმა ძმები არველაძეებისგან საჩუქრები მიიღეს

პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებულ საფეხბურთო ტურნირში, რომელშიც მონაწილეობა აღრიცხვაზე მყოფმა ბენეფიციარებმა მიიღეს, გამარჯვება თბილისის გუნდმა მოიპოვა. ტურნირში თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოს პრობაციის რეგიონულ ბიუროებში აღრიცხვაზე მყოფი პირობით მსჯავრდებულები მონაწილეობდნენ.

არასრულწლოვანი პრობაციონერებისგან დაკომპლექტებული ნაკრები ცალკე გუნდით იყო წარმოდგენილი და მეორე ადგილი დაიკავა. ტურნირის ერთ-ერთი მხარდამჭერი ძმები არველაძეების საქველმოქმედო ფონდი იყო.

მონაწილე გუნდებისა და არასრულწლოვანი პირობითი მსჯავრდებულებისთვის ფონდმა სპეციალური პრიზები დააწესა – ტურნირის მონაწილეებმა ძმები არველაძეებისგან საჩუქრად მაისურები მიიღეს.