არასამთავრობოების წარმომადგენლები თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის მხარდამჭერ აქციას მართავენ
„სოლიდარობა თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს”, – ამ სახელწოდებით მთავრობის ადმინისტრაციასთნ აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის ეფექტურ გამოძიებას და უსაფრთხოების სამსახურის მიმართ საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის წინ ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს გარდაცვლილის ხსოვნის პატივსაცემად.
აქცია არასამთვრობო ორგანიზაციების – „აუდიტორია 115“-ის, „თეთრი ხმაურის მოძრაობისა“ და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) მხარდაჭერით მიმდინარეობს.
თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა და გუშინ, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მაჩალიკაშვილი სოფელ დუისის სასაფლაოზე დღეს დაკრძალეს.