არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი გაფიცული სოციალური მუშაკების დასახმარებლად ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი გაფიცული სოციალური მუშაკების დასახმარებლად ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს.
როგორც მიმართვაშია აღნიშნული, არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ, სოციალური მუშაკების მოლაპარაკებების პროცესში კარგად გაიაზროს სოციალური მუშაკების როლი და ადგილი; მაქსიმალურად უზრუნველყოს მათი შრომითი პირობების გაუმჯობესება; სოციალური მუშაკების მოთხოვნის შესაბამისად, მაქსიმალურად უზრუნველყოს ბენეფიციარებისთვის იმგვარი მომსახურების შეთავაზება, რომელიც ეფექტიანს გახდის სოციალური მუშაკების მიერ შესრულებულ სამუშაოებს საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან კოორდინირებულად მოქმედება.
საია-ს თავმჯდომარის, სულხან სალაძის განცხადებით, ყოველი დღე მათი გაფიცვისა ნიშნავს, რომ უფრო მეტი პრობლემა შეექმნება სახელმწიფოს და უკან გადადგმული ნაბიჯი.
„კარგია, რომ სამინისტრომ სოციალურ მუშაკებთან გამართა შეხვედრა. სამინისტრომ მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს სოციალური მუშაკების შრომითი უფლების დაცვა და ხელშეწყობა. ბენეფიციარებმა უნდა მიიღონ კვალიფიციური მომსახურეობა. ეს პროცესი არ დაწყებულია გუშინ და ერთი თვის წინ, ეს პროცესი დაიწყო 2018 წლიდან. დიდი ხნის განმავლობაში იყო კომუნიკაცია და მცდელობა, რომ საქმე არ მისულიყო იმ რეალობამდე, რასთანაც დღეს გვიწევს შეხება და რაც ხდება ამაზე პასუხისმგებელია ჯანდაცვის სამინისტრო. აუცილებელი და პრინციპულია, რმ სამინისტრომ, მთავრობამ ნაბიჯები გადადგან, რომ ეს პროცესები დასრულდეს. მთავრობის სარეზერვო ფონდი შედგება 50 მილონისგან შედგება და მნიშვნელოვანია, რომ სოციალური მუშაკების ხელფასებისთვის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს თანხა“, – განაცხადა სალაძემ.