არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი“ რეგიონებში განვითარების შეფერხების რისკის მქონე ბავშვების უფასო სკრინინგს იწყებს
არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი“ 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით რეგიონებში განვითარების შეფერხების რისკის მქონე ბავშვების უფასო სკრინინგს იწყებს.
პირველი ნაბიჯის კონსულტაციის, ინტერვენციის და თერაპიის ცენტრის სპეციალისტები 2018 წლის 24-25 მარტს ქალაქ გორს ესტუმრებიან, სადაც მოხდება 5-წლამდე ბავშვების განვითარების სკრინინგი.
ორგანიზაცია უფასო მომსახურების გაწევას ქალაქ გორის შემდეგ კიდევ რამდენიმე რეგიონში -ახალციხეში, ფოთსა და ზუგდიდშიც გეგმავს.
„პირველი ნაბიჯის“ კონსულტაციის, ინტერვენციის და თერაპიის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან ბოჭორიშვილის თქმით, აღნიშნული სკრინინგი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მაქსიმალურად ადრეულ ასაკში მოხდეს ბავშვის განვითარების შეფასება და საჭიროებების გამოვლენა.
„სკრინინგის დროს ჩვენი სპეციალისტების მიერ მოხდება განვითარების შეფერხების ან ამ მხრივ რისკის არსებობის ადრეული გამოვლენა, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მშობლების კონსულტირება და საჭიროების შემთხვევაში ბავშვების შესაბამის სახელმწიფო პროგრამებში გადამისამართება.აქციაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა მიმართულების მაღალკვალიფიციური სპეციალისტები – ექიმები, ფსიქოლოგები, ოკუპაციური და მეტყველების თერაპევტები“, – განაცხადა რუსუდან ბოჭორიშვილმა.
„პირველი ნაბიჯის“ დირექტორის თამარ ზაალიშვილის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაცია 20 წელია ზრუნავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებზე.
„ამ წლების განმავლობაში ჩვენ სხვადასხვა საინტერესო ეტაპი გავიარეთ, ათასობით ბავშვს გავუწიეთ მომსახურებადა არასოდეს გავჩერებულვართ. უფასო სკრინინგი რეგიონებისთვის, ეს არის ჩვენი სურვილი20 წლის გამოცდილება გავიტანოთ თბილისს გარეთაც და დავეხმაროთ რეგიონებში მცხოვრებ ოჯახებს და ცენტრებს“, – განაცხადა თამარ ზაალიშვილმა.