არასამთავრობო ორგანიზაციის, „აქტუალ მედიის“ ჟურნალისტიკის კურსის წარმომადგენლები საქართველოს პირველ არხს ესტუმრნენ
არასამთავრობო ორგანიზაციის, „აქტუალ მედიის“ ჟურნალისტიკის კურსის წარმომადგენლები საქართველოს პირველ არხს ესტუმრნენ. ისინი ადგილზე გაეცნენ ტელევიზიის საქმიანობას და არხზე არსებული აზერბაიჯანულენოვანი საინფორმაციო გამოშვების მუშაობის სპეციფიკას. ასევე დაათვალიერეს არხის ნიუსრუმი და გაეცნენ ჟურნალისტთა საქმიანობას.
არასამთავრობო ორგანიზაცია „აქტუალ მედია“ ახორციელებს რიგით მესამე ჟურნალისტიკის კურსს, რომლის მიზანიც არის ეთნიკური აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ჟურნალისტური კუთხით განვითარება და მათი სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჯგუფის, „მრავალფეროვანი საქართველოს“ ხელმძღვანელმა, რამილია ალიევამ აღნიშნა, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია რეგიონულ მედიებთან ურთერთობა, თანამშრომლობა და მხარდაჭერა.
„დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელში იმყოფებიან ახალგაზრდები მარნეულიდან, რომლებმაც გაიარეს ჟურნალისტიკის საწყისი კურსები მარნეულის ადგილობრივ მედიაში. მათ ჰქონდათ სურვილი, რომ პრაქტიკაში ენახათ ჟურნალისტებისა და ტელევიზიის მუშაობა“, – განაცხადა რამილია ალიევამ.