არასაჭირო საკეისრო კვეთების თემაზე თბილისში კონფერენცია მიმდინარეობს
არასაჭირო საკეისრო კვეთების თემაზე თბილისში კონფერენცია მიმდინარეობს.
როგორც მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, საკეისრო კვეთების მაჩვენებელი ბოლო 20 წლის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა.
კონფერენციას 19 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებიან. როგორც ღონისძიებაზე ითქვა, კვლევებმა აჩვენა, რომ 2000- 2015 წლებში ევროპის ჩრდილოეთ ნაწილში საკეისრო კვეთების მაჩვენებელი 20%-ზე დაბალი იყო, ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქვეყნებში კი რიცხვი 50%-ს აღწევს.
საკეისრო კვეთების თემაზე გამართულ კონფერენციას ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები და სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებიან.