არარატ მირზოიანი - სომხეთი მზადაა, სრულად დაარეგულიროს ურთიერთობები თურქეთთან, დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები და გახსნას საზღვრები
სომხეთი მზადაა, სრულად დაარეგულიროს ურთიერთობები თურქეთთან, დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები და გახსნას საზღვრები, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა განაცხადა.
სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, თურქულ მხარესთან დიალოგის შედეგად მიღწეულ იქნა მკაფიო შეთანხმებები საკითხების სრული მოგვარებისკენ გადასადგმელ ნაბიჯებზე.
„საუბარია არა მარტო მესამე ქვეყნებზე, არამედ სომხეთის რესპუბლიკისა და თურქეთის მოქალაქეებზეც, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური პასპორტები. ვფიქრობ, დადგა დრო, შეთანხმებები პრაქტიკაში განხორციელდეს და გავიგოთ, როგორ გახდება ისინი რეალობა“, – აღნიშნა არარატ მირზოიანმა.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ერევანი მზადაა, ერთ თვეში დაასრულოს მზადება და გააფორმოს სამშვიდობო ხელშეკრულება ბაქოსთან.
„ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ ვნახეთ აზერბაიჯანელი კოლეგების დადებითი რეაქცია წინადადებაზე ერთ თვეში სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით. მჯერა, ჩვენ ამას გავაკეთებთ, სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტის გვერდს დავხურავთ და მშვიდობას მოვიტანთ რეგიონში, მჯერა, ეს მშვიდობა სასარგებლო იქნება რეგიონის ქვეყნებისთვის და მათი მოქალაქეებისთვის“, – აღნიშნა არარატ მირზოიანმა.