არარატ მირზოიანი - ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა მოლაპარაკებებში, მათ შორის ევროკავშირის მხარდაჭერით, აზერბაიჯანი, სამწუხაროდ, უარს ამბობს არსებულ პლატფორმებზე მოლაპარაკებების განახლებაზე
არარატ მირზოიანი - ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა მოლაპარაკებებში, მათ შორის ევროკავშირის მხარდაჭერით, აზერბაიჯანი, სამწუხაროდ, უარს ამბობს არსებულ პლატფორმებზე მოლაპარაკებების განახლებაზე

ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა მოლაპარაკებებში, მათ შორის ევროკავშირის მხარდაჭერით, აზერბაიჯანი, სამწუხაროდ, უარს ამბობს არსებულ პლატფორმებზე მოლაპარაკებების განახლებაზე, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა განაცხადა.

სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, სომხეთი კეთილსინდისიერად არის ჩართული აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებში და დაინტერესებულია რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებით, რაც სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ სომხეთის მოსახლეობას, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებსაც.

„ჩვენ დაინტერესებული ვართ მოლაპარაკებების გაგრძელებით. როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ ვაფასებთ არა იმდენად, ვინც ხელს უწყობს მოლაპარაკებებს, არამედ იმ პრინციპებს, რომლებზეც უნდა წარიმართოს მოლაპარაკებები. ამ კონტექსტში, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არის ტერიტორიული მთლიანობა, საზღვრების აღიარება და ხელშეუხებლობა, სუვერენიტეტის ურთიერთ აღიარება“, – განაცხადა არარატ მირზოიანმა.