არარატ მირზოიანი აცხადებს, რომ მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანების იდეას განიხილავს
არარატ მირზოიანი აცხადებს, რომ მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანების იდეას განიხილავს

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის თქმით, მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანების იდეას განიხილავს. ამის შესახებ მან თურქულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ უახლოეს მომავალში სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანდეს, ან დაინტერესებულია თუ არა ერევანი ნატო-ს წევრობით, მირზოიანმა აღნიშნა:

„ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რის წინაშეც ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში აღმოვჩნდით, სომხეთში აქტიურად განიხილება ახალი შესაძლებლობები. საიდუმლოს არ გავამხელ, თუ ვიტყვი, რომ ამ სიაშია ევროკავშირში გაწევრიანების იდეაც. სომხეთის მოსახლეობას აქვს ევროპული მისწრაფებები და, როგორც ვთქვი, ჩვენ გავდივართ ამ პროცესს. ვნახოთ, როგორ დასრულდება ის, ამის წინასწარმეტყველებას ამ დროისთვის ვერავინ შეძლებს“, – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.