არაოფიციალური მონაცემებით, ერაყის საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრემიერ-მინისტრის პარტია ლიდერობს
არაოფიციალური მონაცემებით, ერაყში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრემიერ-მინისტრის ჰაიდერ ალ-აბადის პარტია ლიდერობს. მეორე ადგილზე გავლენიანი შიიტი მქადაგებლის მოქთადა ალ-სადრის ალიანსი გადის.
შეგახსენებთ, რომ ერაყში საპარლამენტო არჩევნები გუშინ გაიმართა. ეს პირველი კენჭისყრა იყო, რომელიც ქვეყანაში „ისლამური სახელმწიფოს“ გამარჯვების შემდეგ ჩატარდა. ოფიციალური შედეგები ხვალ უნდა გახდეს ცნობილი.