არალეგალი მიგრანტები თავს დაესხნენ პოლონელ მესაზღვრეებს, რის შედეგადაც ერთი მესაზღვრე დაიჭრა
არალეგალი მიგრანტები ბელარუსის მახლობლად თავს დაესხნენ პოლონელ მესაზღვრეებს, დაჭრილია ერთი ადამიანი. მედიის ცნობით, ამის შესახებ პოლონეთის სასაზღვრო სამსახური ავრცელებს ინფორმაციას.
როგორც დეპარტამენტში აღნიშნეს, დუბიჩ ცერკოვნის სასაზღვრო პუნქტის მახლობლად 50-მდე არალეგალმა მიგრანტმა ქვები ესროლა პოლონელ მესაზღვრეებს. მათივე ინფორმაციით, მიგრანტების მიერ საზღვრის ძალით გადაკვეთის მცდელობისას ერთ-ერთმა მათგანმა დანით დაჭრა პოლონელი მესაზღვრე. დაჭრილს პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთი რუსეთსა და ბელარუსთან საერთო საზღვრის გასაძლიერებლად 2.6 მილიარდამდე დოლარს დახარჯავს. ტუსკმა წარადგინა გეგმა სახელწოდებით „აღმოსავლეთის ფარი“, რომელიც მოიცავს ახალი ღობის, სიმაგრეების, ტყის განაშენიანებისა და რელიეფის ცვლილებებს დაახლოებით 400 კმ მანძილზე.
როგორც მედია წერს, ბელარუსის მხრიდან არალეგალი მიგრანტების მორიგი ტალღის შეკავება, პოლონეთში 2022 წელს აგებული 5.5 მეტრის სიმაღლის ღობის მიუხედავად, სათანადოდ ვერ ხდება.