არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიაში აცხადებენ, რომ პირველ ოქტომბერს საბრძოლო მოქმედებების დროს 54 ჯარისკაცი დაიღუპა
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიაში აცხადებენ, რომ პირველ ოქტომბერს საბრძოლო მოქმედებების დროს 54 ჯარისკაცი დაიღუპა

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიაში აცხადებენ, რომ პირველ ოქტომბერს საბრძოლო მოქმედებების დროს 54 ჯარისკაცი დაიღუპა.

ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის წარმომადგენლებმა ასევე თქვეს, რომ გუშინ საბრძოლო მოქმედებებში მოწინააღმდეგე იყენებდა თვითმფრინავებს, ვერტმფრენებსა და სარაკეტო სისტემებს.

„სამწუხაროდ, დაიღუპა 54 ჯარისკაცი. დაჭრილების ზუსტი რიცხვი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა მათი რაოდენობა დიდია“, – განაცხადეს არაღიარებულ მთიან ყარაბაღში.

შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან განახლდა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.