არაბული მედია - ისრაელი მზადაა ირანის ატომურ ობიექტებზე დარტყმისთვის, თუ თეირანი თავდასხმას განახორციელებს დამასკოში საკონსულოს დაბომბვის პასუხად
ისრაელი მზადაა ირანის ატომურ ობიექტებზე დარტყმისთვის, თუ თეირანი თავდასხმას განახორციელებს დამასკოში საკონსულოს დაბომბვის პასუხად, – ამის შესახებ აღნიშნულია არაბული მედიასაშუალების, „ელაფ ნიუსის” ანგარიშში.
„დასავლეთის უსაფრთხოების ოფიციალურ პირზე“ დაყრდნობით გამოქვეყნებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ ისრაელი ბოლო დღეებში ატარებს საჰაერო ძალების წვრთნებს, რომლებიც მოიცავს ირანის ბირთვული ობიექტებისა და სხვა ძირითადი ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მოქმედებას.
დამასკოც და თეირანიც ისრაელს ადანაშაულებენ დამასკოში ირანის საკონსულოს დაბომბვაში, რომლის დროსაც „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” შვიდი წევრი დაიღუპა. ისრაელს ამ საკითხზე განცხადება არ გაუვრცელებია.