არაბული გაზეთის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმით აშშ-მა შესაძლოა, პალესტინა აღიაროს
დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმით აშშ-მა შესაძლოა, პალესტინა აღიაროს, – ამის შესახებ ინფორმაციას ლონდონში ბაზირებული საუდის არაბეთის გაზეთი Asharq al-Awsat ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ გეგმის მიხედვით აღმოსავლეთ იერუსალიმი შესაძლოა, პალესტინის დედაქალაქად აღიარონ და ქალაქის ძველი ნაწილი „საერთაშორისო პროტექტორატს“ დაექვემდებაროს.
არაბული გაზეთის დიპლომატიური წყარო ამბობს, რომ ვაშინგტონმა გეგმა შესაძლოა, საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინოს, რომელიც სავარაუდოდ, კაიროში გაიმართება და მასში მონაწილეობას ისრაელის დელეგაციაც მიიღებს.